• 294 70 65; 555 31 44 34
მოგესალმებით კომპანია GESOFT

კომპანია "ჯისოფტი" შეიქმნა 2006 წელს. დაფუძნების დღიდან კომპანია მიმართულია ხარისხიან მომსახურებაზე ,რადგან ხარისხიანი მომსახურება არის წარმატებისა და წინ სვლის გარანტი.

კომპიუტერულ ბაზარზე 2006 წლიდან ვარსებობთ და ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დავაგროვეთ როგორც ფროფესიონალიზმის,ასევე ჩვენ მომხარებელთან ურთიერთობის მხრიდან. ჩვენი მიზანია მომხარებლისთვის ვიქცეთ სანდო აიტი პარტნიორად,რომლის იმედიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ კიდევ დავხვეწოთ ტექნიკური შესაძლებლობები და განვვითარდეთ, დავხვეწოთ მომსახურების ფორმა და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენთან თანამშრომლობა.

როგორ ვანხორციელებთ ვინდოუსის გადაყენება(ინსტალაცია)-ს?

ჩვენი სპეციალისტები თანმიმდევრობით შეასრულებენ ყველა იმ ნაბიჯს, რომლისგანაც შედგება ვინდოუსის დაყენება პროფესიონალურ დონეზე, კონკრეტულად კი შეასრულებენ შემდეგ ნაბიჯებს:

1. პირველ რიგში დაადგენენ სისტემის შეთავსებადობას თქვენს კომპიუტერთან (ნოუთბუქთან);

2. დაადგენენ ხო არ ხურდება თქვენი კომპიუტერი(რადგან თუ ხურდება გადაყენებამ და დატვირთვამ შეიძლება კრიტიკულ ზღვრამდე მიგვიყვანოს)და ასევე გაიტესტება ეგრეთწოდებული ვინჩესტერი(მყარი დისკი) რომ წინასწარ ვიცოდეთ რაიმე პრობლემა, რომ არ იყოს გადაყენების დროს;

3. შეინახავენ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას რაც არ გინდათ რომ წაიშალოს და შეასრულებენ ყველა საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს;

4. დააინსტალირებენ სისტემას თქვენს კომპიუტერში,კორექტულად და ხარისხიანად მოახდენენ დრაივერების და ყველა სტანდარტული პროგრამის ინსტალაციას;

5. ჩაატარებენ ყველა საჭირო ოპერაციებს თქვენი კომპიუტერის დაცვის უზრუნველსაყოფლად, გაასუფთავებენ ვირუსებისგან თუ არის რაიმე დარჩენილი თქვენს კომპიუტერში D დისკზე;



"GESOFT" - ის რჩევები ნოუთბუქის მომხმარებელთათვის:

1. ნოუთბუქის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი 80% გასაგრილებელი მოწყობილობების არასტაბილური მუშაობაა, რაც გამოწვეულია მისი დაბინძურებით და თერმო პასტის უვარგისობით. ამისთვის გირჩევთ 8 - 12 თვეში ერთხელ ნოუთბუქის გაწმენდას და თერმო პასტის შეცვლას, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს კვალიფიციცირებული სპეციალისტის მიერ.

2. თუ შეატყობთ, რომ თქვენი ნოუთბუქი ზედმეტად ცხელდება დროულად მიმართეთ სპეციალისტს, რადგან გადახურება შეიძლება ჩიპსეტის დაზიანების მიზეზი გახდეს.

3. ნოუთბუქის სითხის მოხვედრის შემთხვევაში (ყავა,ჩაი, და ასე შემდეგ) პირველ რიგში გამორთეთ ნოუთბუქი, გაშალეთ და ამოატრიალეთ, რომ სითხემ ღრმად არ შეაღწიოს, მოხსენით ელემენტი და იმავე დღეს ან მეორე დღეს მიაკითხეთ სპეციალისტს.არ გადადოთ, რადგან ლეპტოპის წარმატებული რემონტი მის დედაპლატაზე სითხის ზემოქმედებით ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

ყველას ნახვა

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია